წესები და პირობები

მოხმარების წესები და პირობები შედგენილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დავის წარმოშობის შემთხვევაში, მხარეები ეცდებიან დავა გადაჭრან მოლაპარაკების გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმეს განიხილავს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

1. შეთანხმების საგანი

  • 1.1. შეთანხმების საგანს წარმოადგენს, „Tokyo House“-ის მიერ მის ვებ-გვერდზე (tokyohouse.ge) წარმოდგენილი პროდუქციის თქვენთვის სასურველ ადგილზე მიტანის მომსახურება, რის სანაცვლოდაც იხდით წინასწარ განსაზღვრულ თანხას.
  • 1.2. მომსახურების მიმწოდებელს აქვს უფლება ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება tokyohouse.ge-ს მომსახურებაში.
  • 1.3. მომსახურების მიმწოდებელს აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს შეთანხმების გამოყენების პირობები და ამასთან არ არის ვალდებული წინასწარ შეატყობინოს მომსახურებით მოსარგებლეს.

2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია

  • 2.1. მიიღოს შეკვეთა და შეასრულოს იგი, თუ აქვს საკმარისი მარაგი.
  • 2.2. შეკვეთის მიღებიდან საშუალოდ 0.5-1.5 საათის განმავლობაში მოგიტანოთ პროდუქტი მითითებულ მისამართზე (მიტანის დრო შეიძლება შეიცვალოს საგზაო მოძრაობის ან ფორს-მაჟორული სიტუაციების მიხედვით).
  • 2.3. იზრუნოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვაზე მოქმედი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
  • 2.4. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციის მიწოდება მითითებულ მისამართზე არ განხორციელდება „Tokyo House“-ის მიზეზით, დაუბრუნოს მომხმარებელს გადახდილი თანხა არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
  • 2.5. მიაწოდოს მომხმარებელს ხარისხიანი, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით დამზადებული პროდუქტი.

3. მომსახურებით მოსარგებლე ვალდებულია

  • 3.1. მიაწოდოს „Tokyo House“-ს ზუსტი მონაცემები (სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი).
  • 3.2. დროულად გამოართვას შეკვეთა კურიერს.
  • 3.3. განახორციელოს უნაღდო ანგარიშსწორება საკუთარი საბანკო ბარათით.
  • 3.4. ყურადღებით გაეცნოს საკვები პროდუქტის შემადგენლობას ვებ-გვერდზე. განსაკუთრებული ალერგიულობის შემთხვევაში, შეკვეთის გაფორმებამდე გადაამოწმოს პროდუქტის შემადგენლობა კომპანიასთან. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
  • 3.5. სერვისით სარგებლობისთვის მომხმარებელი უნდა იყოს სრულწლოვანი, ან სარგებლობდეს მეურვის თანხმობით.

4. შეკვეთისა და გადახდის წესები

  • 4.1. მიტანის სერვისით სარგებლობისთვის უნდა მიუთითოთ ზუსტი მისამართი, რომელიც შედის „Tokyo House“-ის მიტანის არეალში.
  • 4.2. არჩეული პროდუქტი ავტომატურად მოთავსდება კალათაში, სადაც აისახება მიტანის სერვისის ღირებულებაც.
  • 4.3. შეკვეთის განთავსება შესაძლებელია როგორც ავტორიზაციით, ისე მის გარეშე. აუცილებელია საკონტაქტო მონაცემების სიზუსტის გადამოწმება.
  • 4.4. კომენტარის ველში შეგიძლიათ მიუთითოთ დამატებითი დეტალები (სადარბაზოს კოდი, სართული და სხვა).
  • 4.5. შეკვეთის დასრულებით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით მოხმარების წესებსა და პირობებს.
  • 4.6. ვებ-გვერდზე მოცემული ფასები მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • 4.7. თანხის დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ სერვისის მიუწოდებლობის შემთხვევაში. მისამართის უზუსტობის ან მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, თანხა არ ბრუნდება.

5. ფორს-მაჟორი

მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან დაუძლეველი ძალის (სტიქიური უბედურებები, საგზაო შეზღუდვები და ა.შ.) არსებობისას, რაც ხელს უშლის ვალდებულებების შესრულებას.

6. დასკვნითი დებულებები

  • 6.1. ვებ-გვერდზე განთავსებული მასალა (ლოგო, დიზაინი, ტექსტი) წარმოადგენს „Tokyo House“-ის საკუთრებას.
  • 6.2. კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ: contact@tokyohouse.ge.

7. დაბრუნების პოლიტიკა (Refund Policy)

  • 7.1. პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აღმოაჩნდა წუნი უშუალოდ მიღების მომენტში.
  • 7.2. ხარვეზის აღმოჩენისას მომხმარებელი ვალდებულია დაუკავშირდეს კომპანიას მიღებიდან არაუგვიანეს 1 საათისა.
  • 7.3. დადასტურებული ხარვეზის შემთხვევაში, თანხა დაბრუნდება მომდევნო სამუშაო დღეს იმავე ანგარიშზე.